"გოგოს სახეში გაარტყეს და წარბი გაუხეთქეს" - "პირველებმა" ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია

29.08.25 11:24
"გოგოს სახეში გაარტყეს და წარბი გაუხეთქეს" - "პირველებმა" ბათუმში მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია

ფიზიკური ანგარიშსწორება ბათუმის ცენტრში - ადგილზე, სადაც არასრულწლოვანთა დაჯგუფება ბელარუსის მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული მოზარდები პოლიციას არაერთ გადაცდომაში ჰყავს შემჩნეული. 

სამართალდამცველები არ ამბობენ, დააკავეს თუ არა მოძალადე არასრულწლოვნები.

მიმდინარეობს გამოძიება, დანარჩენთან დაკავშირებით მიმართეთ პრესცენტრს. ვმუაშაბთ, რომ ყველა იქნას იდენტიფიცირებული და ყველა იქნეს პასუხისგებაში მიცემული, - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი. 

მომხდარზე ორი დაზარალებულია. მათ გუშინ პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე ჰკითხავდნენ.

ერთ-ერთი დაზარალებული "პირველებთან" მომხდარს იხსენებს:

სულ 6 ვიყავით, ბარში ვისხედით, დილის 5 საათზე გამოვედით და იქვე, სკვერში დავსხედით. ვსაუბრობდით, გარშემო არავის ვაწუხებდით. იქვე, გვერდით სკამზე. რაღაც მომენტში ერთი მოვიდა ჩვენთან, მერე კიდევ ორნი და სიგარეტი გვთხოვეს. მივეცით. რაღაც დროის მერე ჩვენ დავიშალეთ. სამნი ტაქსით წავიდნენ და დავრჩით: მე, ერთი მეგობარი და გოგონა. შემდეგ გოგონა ბარის ტუალეტში შევიდა და როცა უკან დაბრუნდა, ერთმა ქართველმა ყვირილი დაუწყო. ის ძალიან ცუდად ლაპარაობდა რუსულად და ვერც ვიგებდით რას ამბობდა. ჩვენ საქმის გარკვევა ვცადეთ. როგორც იმ პიროვნებამ გაგვაგებინა, თქვენმა გოგომ შეურაცხოფა მოგვაყენაო. ჩვენ დამშვიდება ვცადეთ. ამასობაში დანარჩენებიც მოვიდნენ და ალყაში მოგვაქციეს. ამ დროს, იმ პირველმა ბიჭმა გოგოს სახეში გაარტყა და წარბი გაუხეთქა. ამის მერე ჩვენი, სამივეს ცემა დაიწყეს. თითოს ოთხი კაცი გვირტყამდა. თავიდან ხელით, როცა წავიქეცით, ფეხებით გვცემდნენ. ბოლოს, ეტყობა, ერთ-ერთს მობეზრდა ცემა და დახრჩობა დამიწყო. როცა ვეკითხებოდით რატომ გვცემდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ "გვკიდია, გვინდა და გცემთო", - ყვება დაზარალებული. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე მოზარდი წრეში აქცევს, გამეტებით ურტყამს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი გონებასაც კარგავს. შემთხვევა გუშინ გამთეენისას მოხდა. 

ნაცემი მამაკაცი ამბობს, რომ თავდამსხმელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებდონენ და ცემის გარდა, ის გაძარცვეს კიდეც. 

მომხდარზე გამოძიება 126, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები