სინდისის 11 პატიმრის საქმე ფინალშია - დღეს ადვოკატები და ბრალდებულები სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავენ

29.08.25 11:34
სინდისის 11 პატიმრის საქმე ფინალშია - დღეს ადვოკატები და ბრალდებულები სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავენ

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს - სინდისის 11 პატიმრის საქმე ფინალში გადის.

დღევანდელი პროცესი ადვოკატების დასკვნითი სიტყვებით იხსნება, რის შემდეგაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის საბოლოო სიტყვებით მიმართავენ სინდისის პატიმრები. სხდომათა დარბაზში ბრუნდება რეზო კიკნაძეც. სავარაუდოა რომ ამ საქმეზე განაჩენს ნინო გალუსტაშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. 

როგორც ადვოკატები ამბობენ, დღევანდელ პროცესზე, საბოლოო სიტყვაში ყურადრებას გაამახვილებენ იმაზე, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც რომელიმე სინდისის პატიმრის ბრალეულობას დაადასტურებს. 

ბრალდების მხარეს ფაქტობრივად არაფერი აქვს ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედების ამსახველი მტკიცებულება და ამას წერტილი დაუსვა  ბრალდების მხარის მთავარმა გამომძიებელმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭებს არ უდგინდებათ ერთმანეთთან კონტაქტი, არ უდგინდებთ კავშირი, მათ შორის ორგანიზატორებად წოდებულ პირებთან, შესაბამისად თვითონვე დაუსვა წერტილი ბრალდების მხარის ჯიუტ პოზიციას, რომ თითქოს ბიჭები მოქმედებდნენ ორგანიზებულად, ჯგუფურად და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს საგნაბს ისროდნენ ეს ბიჭები, არ არის დადგენილი საგანი. რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, დღეს მექნება ამასთან დაკავშირებით დასაბუთება რა თქმა უნდა ონისე ცხდაძის ნაწილში და ბუნებრივია ეხება ყველა ბიჭს,  არცერთ მუხლზე მოსამართლეს გადაკვალიფიცირების უფლება არ აქვს, იმიტომ, რომ არათუ 225-ე მუხლის კომპონენტები არ არის სახეზე, არამედ არ არის სახეზე სხვა მუხლის შემადგენელი კომპონენტები", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. 

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები