„თუ ოკეანეა სავსე ეჭვებით, განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი" - ვალერი თეთრაშვილის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა
„თუ ოკეანეა სავსე ეჭვებით, განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი" - ამ სიტყვებით მიმართა დღეს, სინდისის პატიმრის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა სასამართლოს.
ჭკადუამ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ბრალდების ბუნდოვანობაზე. მისივე განცხადებით, ვალერი თეთრაშვილი სადაოდ არ ხდის იმას, რომ ვიდეოზე ნამდვილად თავად არის, ის არ უარყოფს აქციაზე ყოფნას, თუმცა „ვარაუდი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი".
მან ვალერი თეთრაშვილის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.
„თუ ოკეანეა სავსე ეჭვებით განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი"
„სამართალი ვერ აშენდება ვარაუდით, ის დგას ჭეშმარიტებაზე და ჭეშმარიტება არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო".
ადვოკატმა სტრასბურგის პრაქტიკა მოიშველია, ირმა ჭკადუა და თქვა, რომ მხოლოდ ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას.
„ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ მიუთითა, რომ კონკრეტულად თეთრაშვილმა მათ რაიმე დაზიანება მიაყენა, ან მათ დაენახათ, რომვალერი თეთრაშვილმა ჩაიდინა რაიმე ქმედება. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებმაც უბრალოდ დაათვალიერეს ვიდეოები და მათივე ინტერპრეტაციით წარმოადგინეს, თავისი მოსაზრეები. ეს მოწმეები იმდენად უსუსრები არიან... მოწმე, რომელიც სამი საათი იმყოფებოდა ვალერი თეთრაშვილთან ერთად, ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეჩვენებინავალერი თეთრაშვილი. აქ ჩანს დამოკიდებულება და ის, რომ ეს საქმე სპონტანურად შეიქმნა და ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოგონილი ბრალდებით დაეკავებინა ეს ადამიანები, რომ შეეშინებინა სხვა ადამიანები, რომ ჰქონოდა მსუსხავი ეფექტი, მაგრამ მსუსხავი ეფექტიც ვერ იქონია", - ამბობს ჭკადუა.
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.