34 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

29.08.25 14:59
34 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ერთ კვირაში უკვე მეორედ, მოქმედი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

"პირველების" ინფორმაციით, თავდაცვის ძალების 41-ე ბატალიონის სამხედროს ცხედარს, ვაზიანში მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 10 მეტრის რადიუსში, სკვერში მიაგნეს.  

გარდაცვლილი ვაზიანში მსახურობდა და ვაზიანის დასახლებაში არსებულ ე.წ. გარადოკში ცხოვრობდა. არსებობს ვერსია, რომ 34 წლის ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, სამსახურიდან დაბრუნებული ჯარისკაცი უეცრად გაუჩინარდა, რის შემდეგაც მისი ძებნა ოჯახის წევრებმა დაიწყეს და უვკე გარდაცვლილს ღამის პირველის ნახევარზე მიაგნეს. 

მოქმედი სამხედროა. დილით ვნახეთ, ჩვეულებრივად, კარგ ხასიათზე იყო. ღამით პირველის ნახევრისკენ აღმოაჩინეს, ჩამომხრჩვალი კორპუსის უკან ეზოში. კახეთში გადაასვენეს", - აცხადებს ადგილობრივი. 

სამხედრო ჯერ ექსპერტიზაზე ხოლო შემდეგ მშობლიურ სოფელ ახმეტაში გადაასვენეს.

ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას - რამ მიიყვანა ამ ზომამდე ჯარისკაცი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ასევე გარდაცვლილი იპოვეს აბასთუმანში დაზვერვის ოფიცერი, რომელიც თავდაცვის ძალებსი აღმოსავლეთ სარდლობაში მსახურობდა.