საზარელი დანაშაული შიდა ქართლში - 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

13.10.21 10:31
საზარელი დანაშაული შიდა ქართლში - 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

უმძიმესი დანაშაული ქართლში - 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს. 

"ტვ პირველის "ინფორმაციით, ბაბუა შვილიშვილზე სექსუალურად სისტემატიურად, წლების განმავლობაში, ძალადობდა. 

სავარაუდო მოძალადის კვალზე კი პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც არასრუწლოვანი სკოლაში  შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

13 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება, ბაბუა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაცმა გაიგო, რომ არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, მიმალვა სცადა. 53 წლის კაცი თბილისში დააკავეს. 

სოფელში, სადაც ბრალდებული ცხოვრობს, ამბობენ, რომ კაცს შვილიშვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მომხდარის გაგების შემდეგ კი მეზობლები შიკში არიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები