"NGO-ების საბანკო ანგარიშების გაყინვა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟის გზაზე" - ნორვეგიის საგარეო

29.08.25 17:00
"NGO-ების საბანკო ანგარიშების გაყინვა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟის გზაზე" - ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და წერს, რომ ეს "კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟის გზაზე". 

ნორვეგიის საგარეოს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება მძიმე დარტყმაა ყველა მოქალაქისთვის, ვინც მათ მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი საქმიანობით სარგებლობს. 

კიდევ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟის გზაზე და მძიმე დარტყმაა ყველა მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი საქმიანობით," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. 

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.