რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე 34 წლის ჯარისკაცი?

29.08.25 17:20
რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე 34 წლის ჯარისკაცი?

რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე 34 წლის ჯარისკაცი? - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" იმ 41-ე ქვეითი ბრიგადის თანამშრომლებს დაუსვა, სადაც დაღუპული სამხედრო მსახურობდა. 

სამხედრო მოსამსახურეები ამტკიცებენ, რომ მოხდარი ტრაგედიის მოტივთან დაკავშირებით არაფერი იციან, ასევე ირწმუნებიან, რომ სამხედრო ქვედანაყოფში გადრაცვლილ პრობლემები არ ჰქონია. 

არვიცი, რისთვის მოიკლა თავი, აბა რა გითხრათ, აქ ცუდ პირობებში არ ყოფილა, მშვენიერ პირობებში იყო. რატომ და რისთვის მოიკლა თავი, ჩვენ თვითონ არ ვიცით", - ამბობს სამხედრო მოსამსახურე. 

"პირველების" ინფორმაციით, თავდაცვის ძალების 41-ე ბატალიონის სამხედროს ცხედარს, ვაზიანში მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 10 მეტრის რადიუსში, სკვერში მიაგნეს.  

გარდაცვლილი ვაზიანში მსახურობდა და ვაზიანის დასახლებაში არსებულ ე.წ. გარადოკში ცხოვრობდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოიკლა თავი 34 წლის სამხედრომ და რა გახდა ამის მიზეზი. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ასევე გარდაცვლილი იპოვეს აბასთუმანში დაზვერვის ოფიცერი, რომელიც თავდაცვის ძალებსი აღმოსავლეთ სარდლობაში მსახურობდა.