სინდისის 11 პატიმრის დღევანდელი სხდომა დასრულდა - მომდევნო პროცესი 3 სექტემბერს გაიმართება

29.08.25 18:02
სინდისის 11 პატიმრის დღევანდელი სხდომა დასრულდა - მომდევნო პროცესი 3 სექტემბერს გაიმართება

სინდისის 11 პატიმრის დღევანდელი სხდომა დასრულა. მომდევნო პროცესი 3 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატებმა და ორმა ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. 

მომდევნო პროცესზე საბოლოო სიტყვას იტყვიან სხვა ბრალდებულებიც. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას 3 სექტემბერს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.