მეორე გარდაცვლილი ჯარისკაცი ბოლო ორ კვირაში - რა ხდება თავდაცვის ძალებში?
ვაზიანში, სამხედრო ნაწილთან ახლოს, 34 წლის სამხედრო მოსამსახურე ანზორ შაშვიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მეუღლემ სახლთან, ე.წ. "გარადოკის" დასახლებაში, ბაღში მიაკვლია.
შაშვიაშვილი 41-ე ბატალიონის 4-ე ქვეითი ბრიგადის მოსამსახურე იყო. როგორც მეზობლები ყვებიან, იგი დილას სამსახურში წასვლამდე ტრადიციულად მიესალმა და არანაირი ცვლილება მის ხასიათში არ შეუმჩნევიათ.
სამხედრო 2016 წლიდან მსახურობდა ვაზიანში და ოჯახთან, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სამხედრო ბაზის ახლოს ცხოვრობდა.
ცხედარი უკვე გადაასვენეს მშობლიურ ახმეტაში. თავდაცვის სამინისტროში ტრაგიკულ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა სიკვდილის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ. სამხედრო ნაწილშიც, სადაც ჯარისკაცმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, მოტივზე არავინ საუბრობს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.