"გამარჯვებული ბიჭების საქმე" და ემოციური გამოსვლები პროცესზე - ვერდიქტი, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გამოცხადდება

29.08.25 20:13
"გამარჯვებული ბიჭების საქმე" და ემოციური გამოსვლები პროცესზე - ვერდიქტი, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გამოცხადდება

„სინდისის 11 პატიმრის“ საქმეს დღევანდელი სხდომის შემდეგ „გამარჯვებული ბიჭების საქმე“ ეწოდა. პროცესი ემოციური გამოსვლებით გამოირჩეოდა - როგორც ბრალდებულები, ისე უფლებადამცველები სიტყვით გამოვიდნენ, ხოლო ადვოკატის დასკვნით სიტყვას დარბაზში ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.

ეს იყო 9 თვიანი განხილვის ერთ-ერთი ბოლო სხდომა. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 3 სექტემბერს გამოაცხადებს ვერდიქტს. ამავე დღეს ბრალდებულებს ბოლო სიტყვის თქმის შესაძლებლობა ექნებათ.

„პროკურატურას საქმე პროცესიდან პროცესამდე ეშლებოდა. ახლა თქვენზეა, დაასრულოთ უსამართლობა და გამოიტანოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები