"ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია" - ესტონეთის საგარეო NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

29.08.25 20:05
"ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია" - ესტონეთის საგარეო NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

"ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია" - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას. 

ესტონეთის საგარეოს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება "მოქალაქეებზე პირდაპირი დარტყმაა". 

საქართველოს მთავრობამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ეს დემოკრატიისთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია - და პირდაპირი დარტყმაა მოქალაქეებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ უფლებების დაცვისთვის, საზოგადოებების მხარდაჭერისთვისა და ხალხისთვის ხმის მიცემისთვის," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. 

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები