"ქვეყანა, სადაც სიკეთე დასჯადია" - საზმაუსთან მესამე სექტორის მხარდამჭერი აქცია იმართება
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც სამართლებრივი დევნაა დაწყებული და პროკურატურის მოთხოვნით ანგარიშები დაუყადაღეს. აქციაზე იმყოფებიან თავად მესამე სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც რეპრესიული კანონების აღსრულებას მოჰყვება. "ქვეყანა, სადაც სიკეთე დასჯადია" - ასე აფასებენ ადგილზე მყოფი ადამიანები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.
"ქართულ ოცნებას" აქვს გაცხადებული, რომ ის აშენებს ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოს, სადაც აღარ არსებობს ოპოზიცია, აღარ არსებობს საპარლამენტო პლურალიზმი, აღარ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ისინ ინსტიტუციურად ანადგურებენ ამ სექტორებს. ვერ ვიტყვი, რომ ამასარ ველოდით. ვიცოდით, რომ რაღაც ეტაპზე ისინი აუცილებლად მოკლავდნენ ინისტიტუციურ საზოგადოებას და ეს პრაქტიკულად, გააკეთეს კიდეც.
როგორც ჩანს, ჩვენი მუშაობა, რომელიც სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული, სხვა ადამიანების ღირსებისა და უფლებების დაცვის იდეაზე, მათ არ მოსწონთ ეს საქმიანობა. მათ არ მოსწონთ ის ციდნა და ის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იმიტომ, რომ ჩვენ რეგულარულად ვაკვირდებით, ვქმნით ცოდნას იმის შესახებ, თუ სისტემა როგორ ოპერირებს, როგორ ჩაგრავს მოქალაქეებს, როგორ იტაცებს ინსტიტუციებს, რესურსებს, მათ შორის ბუნებრივ რესურსებს. ამიტომაც, ჩვენნაირი აქტორების არსებობს რეჟიმისტვის პრობლემაა. მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება, ჩვენი გაჩერება, - ამბობს „სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, ტრადიციულად მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლონ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.