"ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს" - კალასი ამბობს, რას განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე
ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს
კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრაზე დღეს რუსეთ-უკრაინის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს შეხვედრის წინ განუცხადა.
ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს - ამბობს კალასი და აანონსებს, რომ არ დაუშვებენ იმას, რომ გაყინული აქტივები რუსეთს დაუბრუნდეს.
„დღეს განვიხილავთ, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ვხედავთ, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, მიუხედავად დიდი დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ ზელენსკი და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაყინული აქტივების საკითხსაც სიღრმისეულად განვიხილავთ. გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს და ამის შესახებ დებატები ნამდვილად გვჭირდება. ვერ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს აქტივები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, კვლავ რუსეთს დაუბრუნდეს, თუ ის რეპარაციებს არ გადაიხდის“, - განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.