ჩეხეთის საგარეო 7 NGO-ს ანგარიშების დაყადაღებაზე: მოვუწოდებთ "ოცნებას", შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები

30.08.25 10:38
ჩეხეთის საგარეო 7 NGO-ს ანგარიშების დაყადაღებაზე: მოვუწოდებთ "ოცნებას", შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები

მოვუწოდებთ "ოცნებას", შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.

განცხადებაში ხაზგასმით წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შეუცვლელ როლს ასრულებენ ყველა ქვეყანაში.

“არასამთავრობო ორგანიზაციები შეუცვლელ როლს ასრულებენ ყველა ქვეყანაში - ის, რაც ჩეხეთმა თავისი გამოცდილებიდან იცის. გვერდში ვუდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. 

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.