EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კოპენჰაგენში - იქნება თუ არა საქართველოს საკითხი განხილვის სიაში დახურულ კარს მიღმა?
ამ წუთებში კოპენჰაგენში ევროპელი ლიდერები იკრიბებიან - დანიის დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. წინასწარ გაკეთებული კომენტარებისას, არც ერთ მინისტრს საქართველო არ უხსნებია, რადგან ოფიციალურად განხილვის სიაში ჩვენი ქვეყანა არ არის.
თუმცა, "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი. შესასრულებელია რვა პირობა. ამიტომაც ოპოზიციას აქვს არის მოლოდინი, რომ დახურულ კარს მიღმა, ევროპელი მინისტრები, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შესახებაც ისაუბრებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ 31 აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა არის და თარიღია, საქართველო, დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინასთან და სხვა საკითხებთან ერთად , რომელსაც განიხილავენ დანიაში. მაგრამ გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით რომ იქნება, ამის მოლოდინი არ მაქვს. საქართველსო მოქალაქეებისთვის, ერთის მხრივ ეს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა არ არის უბრალოდ უვიზო გადაადგილების დაკარგვა, ერთის მხრივა ეს არის ჩვენი ღირებულებითი სისტემის ჩამოქცევა, იმ არჩევანის ჩამოქცევა, რაც ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გააკეთა. ამის ჩვენგან ამოძრკვა ვერ მოახერხა ვერც მონღოლმა, ვერც ოსმალომ, ვერც სპარსმა და ვერც რუსმა მათ შორის. ამას ვერ იზამს მითუმეტეს ვერც მანქურთი ივანიშვილი", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.
საქართველოს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, მაგრამ პოზიტიური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის წინსვლა შეიძლება იყოს ამ კუთხით, მე ვერ გამოვხატავ, იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ქართველი ხალხი დაეშორებინა ევროპის კავშირს, რაც შეეხება კონკრეტულად დანიაში შეხვედრას, ასევე სექტემბრის შუა რიცხვებში იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ევროპელი მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება რუსეთის მეირ წარმოებული ომი რუსეთის წინააღმდეგ და ევროკავშირის როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში.
კაია კალასის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.