გავრცელებული ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს თავს შეიარაღებული პირი დაესხა - რა მოხდა თელავში?

30.08.25 11:45
გავრცელებული ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს თავს შეიარაღებული პირი დაესხა - რა მოხდა თელავში?

გავრცელებული ინფორმაციით, თელავში ვალუტის გადამცვლელ პუნქტს თავს შეიარაღებული პირი დაესხა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველები უცხადებენ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, ერეკლე მეორეს გამზირზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შევარდა და თანხას ითხოვდა, თუმცა, ფულის წაღება ვერ შეძლო.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიციამ შეიარაღებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები