გენშტაბი: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

30.08.25 11:50
გენშტაბი: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა.

„თავდაცვის ძალები შესაბამის ზომებს იღებენ, რათა რუსეთის შეტევითი პოტენციალი დაასუსტონ და აიძულონ რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბის ინფორმაციით, „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

მსგავსი სიახლეები