მხილება განსასჯელის სკამიდან - რეზო კიკნაძის ადვოკატმა პროკურატურას სამართალდამცველების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა
მხილება განსასჯელის სკამიდან - სასამართლოში, სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის შოკისმომგვრელი სიტყვით გამოსვლიდან, ამ დრომდე არც ერთ საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს, რომ დაინტერესდებიან სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებით.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის თანდასწრებით, რეზო კიკნაძემ კიდევ ერთხელ წამების სიზუსტით გაიხსენა, რა მეთოდებით ცდილობდნენ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას. დაასახელა გვარებიც, ვინც სავარაუდოდ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდაა და მას ჯერ გაუპატიურებით, შემდეგ კი ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა.
"ცოცხლად დავმარხოთო... დაბლა ჩავიყვანოთ და "კლიზმაზე" დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო" - თქვა კიკნაძემ იმ პოლიციელების მისამართით, რომელტა მხრიდანაც სინდისის პატიმრის თქმით, არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
სინდისის პატიმარმა 8 თვიანი ინტერვალით მეორედ ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ისინი ვინც მისი დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ.
კიკნაძის ოჯახი და ადვოკატი სამართალდამცველების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ - უფლებამდაცველმა შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმარტა მტავარ საგამოძებო ორგანოს.
მივმართავ პროკურატურას, რადგან უკვე მათი განსჯადი არის, ჩაატაროს ამოცნობა და რევაზ კიკნაძეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანები, რომლებმაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებასთან გათანაბრებული ქმედება განახორციელეს, დაკითხონ მოწმეები, რიგი მოწმეები მეც მყავს დაკითხული, რომლებიც ფაქტის სისწორეს დაადასტურებენ. უკვე 8 თვეზე მეტია გასული და რევაზ კიკნაძეს დაუნიშნონ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, განიცადა თუ არა აღნიშნული ფაქტის დროს ტანჯვა და ამით ნათელი მოეფინება იმას, რომ რევაზ კიკნაძემ რეალურად განიცადა ტანჯვა, მაგრამ გამოძიება ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ სურს გავიდეს კიდევ უფრო ბევრი დრო, რომ ამის შემდეგ ექსპერტმა ტანჯვასთან დაკავშირებით ვერ დადოს დასკვნა. საპროცესო და საგამოძიებო დოკუმენტების გაყალბება მოხდა და ამ ოქმებს კონკრეტული პიროვნებები აწერენ ხელს და როგორც კი დაიკითხება ის ქალბატონი, რომელიც ფაქტს შეესწრო, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების საფუძველი იქნება, იმიტომ, რომ ოქმს აწერს კონკრეტული პიროვნება ხელს და იძახის დაკავება მოვახდინე ლისზე, როდესაც პირდაპირი მოწმე არსებობს, რომელიც იძახის, რომ დაკავება მოხდა მეტროსადგურში.
უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს შვილს ასე უდიერად და ასეთი სახით ემუქრებონენ", - ამბობს კიკნაძის დედა.
"ცოცხლად დავმარხოთო... დაბლა ჩავიყვანოთ და "კლიზმაზე" დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო" - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის დროს ისაუბრა.
რეზო კიკნაძემ აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მის გასაგონად ხმამაღლა დაიწყეს საუბარი - "ტრაქტორი მოსულია უკვე, თხრის ორმოს და თუ არ დაწერს, ცოცხლად დავმარხოთო. მერე მე მომიტრიალდა, უფრო სწორედ, მანქანაში შემოყო თავი და ჰა ბიჭო, დაწერე ბიჭო რასაც გეუბნებიან, თორემ ხომ ხედავ რაც გელოდებაო".
ამასთან ბრალდებული იხსენებს, როგორ დაემუქრა ერთი პოლიციელი - "დაბლა ჩავიყვანოთ და "კლიზმაზე" დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო". მეორემ კი უპასუხა - "შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ჰოდა ხელთათმანები გავიკეთოთო".
სინდისის პატიმრის თქმით, მას ტანსაცმელი გახადეს "ეგ აქციაზე გეცვაო და საქმეში ჩააკერეს".