პოლონეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი სხვა მამაკაცის დაჭრაშია მხილებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულმა პირმა დაზარალებულს დაზიანებები დანით მიაყენა. არსებობს ვერსია რომ დანაშაულს წინ მამაკაცებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
პოლონური გამოძიება ქართველ მამაკაცს მკვლელობის მცდელობას ედავება. მას რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება.