სასტიკ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცველები ამ დრომდე დაუსჯელები არიან

30.08.25 17:29
სასტიკ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცველები ამ დრომდე დაუსჯელები არიან

სასტიკ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცველები ამ დრომდე დაუსჯელი არიან - რეზო კიკნაძის შოკისმომგვრელი ჩვენების მოსმენის შემდეგ, დაზარალებული მოქალაქეები კიდევ ერთხელ ითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც ძალადობაშია მხილებული.

ლამის ერთი წელია ეს საქმეები თაროზეა შემოდებული. ამასობაში გაუქმდა სპციალური საგამოძიებო სამსახური და ახლა სრული პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე პროკურატურას ეკისრება.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, არც პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას სამართალდამცველების წინააღმდეგ -"ეს ადამიანები, ვინც აწამებენ, ვინც გაუპატიურებით ემუქრებიან, ინდივიდი პოლიციელები კი არ არიან, ესენი არიან სახე სისტემის და თვითონ სისტემა აწამებს მათ და ეს არის ზემდგომებისგან ბრძანება".

როდესაც მოქალაქეებს აკავებდნენ, პირდაპირ ყვებოდნენ, როგორც აფურთხებნენ პირში, როგორ ძალადობდნენ და მათზე ახორციელებდნენ ძალადობას, რაც სხვადასხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა შეაფასეს წამებად. მაგრამ დღემდე არ არის გამოძიებული არც ერთი საქმე, არც ერთი პოლიციელი არ არის დაკავებული. კაციტაძის უწყება გააუქმეს და ფორმალურად მიუერთეს პროკურატურას, მაგრამ პროკურატურაც არ დაიწყებს გამოძიებას, რადგან ეს ინსტიტუტი არის ერთად ყველამ კარგად ვიცით. წარმოიდგინეთ, ეს პოლიციელები მოდიოდნენ და სასამართლოზე ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს ადამიანები იყვნენ მწამებლები, მოსამართლეც კი იგებდა, მაგრამ ვის ადანაშაულებდნენ, ისევ იჭერდნენ თავისუფალ ადამიანებს, ისევ დღეს პატიმრობაში ჰყავთ თავისუფალი ადამიანები.  საზოგადოებას მინდა ავუხსნა, ეს ადამიანები, ვინც აწამებენ, ვინც გაუპატიურებით ემუქრებიან, ინდივიდი პოლიციელები კი არ არიან, ესენი არიან სახე სისტემის და თვითონ სისტემა აწამებს და ეს არის ზემდგომებისგან ბრძანება", - აცახდებს ლაშა ტყეშელაძე. 

მხილება განსასჯელის სკამიდან - სასამართლოში, სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის შოკისმომგვრელი სიტყვით გამოსვლიდან, ამ დრომდე არც ერთ საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს, რომ დაინტერესდებიან სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებით.

"ცოცხლად დავმარხოთო... დაბლა ჩავიყვანოთ და "კლიზმაზე" დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო" - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის დროს ისაუბრა. 

რეზო კიკნაძემ აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მის გასაგონად ხმამაღლა დაიწყეს საუბარი - "ტრაქტორი მოსულია უკვე, თხრის ორმოს და თუ არ დაწერს, ცოცხლად დავმარხოთო. მერე მე მომიტრიალდა, უფრო სწორედ, მანქანაში შემოყო თავი და ჰა ბიჭო, დაწერე ბიჭო რასაც გეუბნებიან, თორემ ხომ ხედავ რაც გელოდებაო". 

 

მსგავსი სიახლეები