პროტესტი თბილისში - მოქალაქეები თსუ-დან მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრებიან

30.08.25 17:10
პროტესტი თბილისში - მოქალაქეები თსუ-დან მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრებიან

პროტესტი თბილისში - ამ წუთებში,  მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-თან იკრიბებიან. სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმრების მშობლები, ცოტა ხანში მსვლელობას ევროკავშირის ოფისისკენ დაიწყებენ. ქუჩაში ხალხს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვს გატანილი. 

მოქალაქეებს სურთ, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს თბილისიდან მიაწვდინონ ხმა და უთხრან, რომ ევროპისკენ სავალი გზა, ხალხის ნებითაა არჩეული.

ჩვენ გავემართებით ევროკავშირის საელჩსთან, ზვიად ცეცხლაძემ მიმართა ევროკავშირის ელჩს, აუხსნა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული ოჯახის წევრობას და აუხსნა, როგორ აზიანებს ამას "ქარტული ოცნება".

უნდა ვუთხრათ ევროკავშირს, რომ ჩვენი კურსი არის ევროპული და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ცვენ თუ უვიზო შეგვიჩერდება და ჩვენ თუ ევროპარლამენტი გადაგვიწყვეტს ევროსაბჭოდან გამოძევებას, ამ შემთხვევაში ისინი კი არა "ქართული ოცნება იქნება" დამნაშავე, რადგან "ოცნებამ" მოახერხა ისეთი რამ, რაც საქართველოს მოსახლეობას ყოფას გაუუარესებდა. დაფიონი" სტუდენტები, ახალგაზრდები "ოცნების" გეზს არ შეეგუებიან"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა პეტროსიანი. 

"ქართული ოცნებისთვის" მიცემული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი. 

ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ემუქრება - "ოცნებას" ბრიუსელმა ვადა 31 აგვისტომდე მისცა.