"თანამესაკნემ მომიყვა, როგორ ჩაიყვანეს პოლიციელებმა ბნელ სარდაფში და წიხლებით შედგნენ, ამცირებდნენ და აგინებდნენ" - უჩა ქემაშვილი

30.08.25 17:46
"თანამესაკნემ მომიყვა, როგორ ჩაიყვანეს პოლიციელებმა ბნელ სარდაფში და წიხლებით შედგნენ, ამცირებდნენ და აგინებდნენ" - უჩა ქემაშვილი

უჩა ქემაშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ალუჩას ურიგებდა და რომელიც 10 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ აქციაზე “ქართული ოცნების“ დროშა დაწვა, თუმცა ოფიციალური ბრალი პოლიციელისადმი დაუმორჩილობლობისთვის წაუყენეს, "პირველებთან" იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ყვება, რომელსაც პოლიციის მხრიდან მისი თანმესაკნის მიმართ ჰქონდა ადგილი.

 ქემაშვილის თქმით, თანამესაკნემ უამბრო, როგორ ჩაიყვანეს პოლიციელებმა ბნელ სარდაფში და როგორ შედგენენ წიხლებით, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას და როგორ უკრძალავდნენ აქციაზე წასვლას. 

ჩემთან ერთად იზოლატორში მოთავსებული იყო თანამესაკნე, თუ როგორ დამცირებას ჰქონდა პოლიციის მხრიდან ადგილი, საყურე რომ შეამჩნიეს და დედის გინება. წიხლები ურტყიათ, სადღაც სარდაფში ჩაუყვანიათ, სადაც კამერები არ იყო, რემონტში იყო ის ოთახიო - პოლიციის განყოფილების სარდაფზეა საუბარი და წიხლებით დგებოდნენ ზედ და ეუბნებოდნენ, კიდევ წახვალ აქციაზე? აი თუ კიდევ წახვალ, დედა ასე გიზამთ ისე გიზამთო.... ხომ ვხედავთ, რომ არცერთი ასეთი ფაქტი გამოძიებული არ არის...ძალიან დამამცირებელია ეს ყველაფერი, დაშინებები მიდის, რომ ხალხი აქციაზე არ გავიდეს", - აცახდებს უჩა ქემაშვილი. 

მხილება განსასჯელის სკამიდან - სასამართლოში, სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის შოკისმომგვრელი სიტყვით გამოსვლიდან, ამ დრომდე არც ერთ საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს, რომ დაინტერესდებიან სამართალდამცველების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებით.

"ცოცხლად დავმარხოთო... დაბლა ჩავიყვანოთ და "კლიზმაზე" დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო" - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის დროს ისაუბრა. 

რეზო კიკნაძემ აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მის გასაგონად ხმამაღლა დაიწყეს საუბარი - "ტრაქტორი მოსულია უკვე, თხრის ორმოს და თუ არ დაწერს, ცოცხლად დავმარხოთო. მერე მე მომიტრიალდა, უფრო სწორედ, მანქანაში შემოყო თავი და ჰა ბიჭო, დაწერე ბიჭო რასაც გეუბნებიან, თორემ ხომ ხედავ რაც გელოდებაო". 

მსგავსი სიახლეები