საპროტესტო მარში თბილისში - მოქალაქეები მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ მიემართებიან

30.08.25 18:05
საპროტესტო მარში თბილისში - მოქალაქეები მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ მიემართებიან

საპროტესტო მარში თბილისში - მოქალაქეები თსუ0დან მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ მიემართებიან.

სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სინდისის პატიმრების მშობლები ქუჩაში საქართველოს და ევროკავშირის დროშები თ არიან გამოსულები და ევროკავშირს ამ ფორმით ეუბნებიან, რომ საქართველოს ხალხს ევროპული მომავალი სურს. 

მარშს შეუერთდა ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანიაც. 

"იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოს სათავეში არიან, უკვე დიდი ხანია გამოავლინეს საკუთარი მიზნები. მათ არ აინტერესებთ ბუნებრივია ჩვენი ევროინტეგრაცია, მათ უნდათ ქვეყნის იზოლაცია. ჩვენ ამას ყველანი ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საფრთხის ქვეშ დადგა უვიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირთან. ეს არ არის ვინმეს ახირება, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენი დასჯა უნდათ და ამიტომ უნდა გავიუქმონ უვიზო მიმოსვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროკავშირს დიდი ხანია აქვს მიზეზი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების, თუმცა აქამდე რომ არ გაგვიუქმეს ის იყო, რომ ჩვენ პროევროპულ კურსზე ვიყავით და თუ საქართველო ანტიევროპული კურსით სიარულს გააგრძელებს, ბუნებრივია ავტომატურად გაუქმდება უვიზო რეჟიმი", - აცხადებს გოგლა ჟვანია. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი. 

ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ემუქრება - "ოცნებას" ბრიუსელმა ვადა 31 აგვისტომდე მისცა.

მსგავსი სიახლეები