ავჭალაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

30.08.25 18:10
ავჭალაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

ავჭალაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - მთის ფერდობზე ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ავიაცია ჩართეს.

მიუვალ ადგლებში ცეცხლს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით აქრობენ.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, მთის ფერდობზე ხანძრის რამდენიმე კერაა, არის ძლიერი დაკვამლიანება, ასევე ძლიერი ქარი, რაც ხანძრის ჩაქრობის პროცესს უფრო ართულებს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები