ავარია ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე - არის მსხვერპლი

30.08.25 19:11
ავარია ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე - არის მსხვერპლი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანაქანა შეეჯახა, რის შემდეგადაც ავტომობილში მყოფი ერთი პირი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებაც.

მომხდარს "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ უდასტურებენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები