ბოთლზე დასმით გაუპატიურების მცდელობა და ცოცხლად დამარხვის მუქარა - პოლიციელების მხილება სასამართლო დარბაზში
ბოთლზე დასმით გაუპატიურების მცდელობა და ცოცხლად დამარხვის მუქარა - უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში სინდისის პატიმარმა პოლიციელები ამხილა. რევაზ კინაძემ განსასჯელის საკმიდან საბოლოო სიტყვა მის დამკავებელ პოლიცილებს მიუძღვნა, გამოააშკარავა ყველა, ვინც ყალბი დაკავების ოქმი შეადგინა, ვინც გაუპატიურებით ემუქრებოდა და ისინიც ვინც ლისის ტბაზე თხრილში ჩაგდებით და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა.
სინდისის პატიმრის თქმით, საზარელი მუქარის მოტივი პოლიციელებს მხრიდან სასურველი აღიარების მოპოვება იყო. პროევროპული აქციის მონაწილეს დამკავებელი სამართალდამცველები ჯერ ლისის ტბაზე შემდეგ კი კრიმინალური პოლიციის შენობაში აიძულებდნენ დაესახელებინა აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსები. ახალგაზრდა პატრიმრის ჩვენება საჯარო იყო, მოისმინეს პროკურორებმა და მოსამართლემ. უმძიმესი დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გაჟღერებიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას ჯერ არაფერი უთქვამს დაიწყებს თუ არა მოკვლევას მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ.
რევაზ კიკნაძემ პოლიცილების მხრიდან სავარაუდო დანაშაულებებზე პირველად 8 თვის წინ ისაუბრა. ფაქტის შესწავლა სპეციალური საგამოძიბეო სამსახურიმა აიღო თუმცა ეს უწყება გაუქმდა სამქეები პროკურტურამ გადაიბარა და გამოძიებული ვერაფერი ვნახეთ.
ნოემბრის აქციების დროს სასტიკად ნაცემი დემონსტრანტები პროკურატურასს მიმართავენ. რეზო კიკნაძის შოკისმომგვრელი ჩვენების მოსმენის შემდეგ, დაზარალებული მოქალაქეები კიდევ ერთხელ ითხოვენ დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც ძალადობაშია მხილებული.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.