მედია ჩოხატაურში 14 წლის გოგონას გაუპატიურებაზე წერს - დაწყებულია გამოძიება

30.08.25 19:37
მედია ჩოხატაურში 14 წლის გოგონას გაუპატიურებაზე წერს - დაწყებულია გამოძიება

14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "გურია ნიუსის" ინფორმაციით, შემზარავი ფაქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 

გამოცემა ამტკიცებს, რომ 30 წლის კაცმა მე-8 კლასელი გოგო გააუპატიურა.

როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია გოგონა გუშინ გაუჩინარდა. დახმარებისთვის მშობლებმა სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლობას მიმართა. როგორც ინფორმირებული წყარო "გურია ნიუსს" გუყვება, არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო სახლში დილით დაბრუნდა და დედასთან ერთად დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, 30 წლის კაცმა კი მიმალვა შეძლო და სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.
 

მსგავსი სიახლეები