მოვითხოვ, დადგინდეს რა კავშირი არსებობს ლილუაშვილს, ფარცხალაძეს, მიქაძეებსა და კილაძეს შორის! - ტარიელ კაკაბაძე
მოვითხოვ, ჩატარდეს გამოძიება, რა ინტერესი აქვს ელისო კილაძეს ლევან ჯანგველაძის საქმის შედეგებზე! მოვითხოვ, დადგინდეს რა კავშირი არსებობს ლილუაშვილს, ფარცხალაძეს, მიქაძეებსა და კილაძეს შორის! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ქუჩაძე მოკლული "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის ოკჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე წერს.
კაკაბაძის თქმით, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მისი "გაშავების" კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, სწორედ ამის შემდეგ მოიწვია კილაძემ ინტერვიუსთვის ლიკა ტაბატაძე, რომელიც ადვოკატის თქმით, "აქტიურდებოდა ყველა გახმაურებული საქმის დროს და პოსტებში შეურაცხყოფდა მის ოჯახს".
როგორც უფლებადამცველის წერს, მას შემდეგ რაც, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიეცა, მიიღო გარკვეული მუქარები, მათ შორის მკვლელობის მუქარა.
მეგობრებო, საადვოკატო საქმიანობა სავსეა გამოწვევებით, მაგრამ გპირდებით, რომ ამ დაბრკოლებასაც ღირსეულად გავუმკლავდები.
🔹არ ვიცი გახსოვთ თუ არა, რომ წლების წინ ვიცავდი კობა ფ-ის, ბერდია ჯ-ისა და რობერტ ჟ-ს ინტერესებს. ამ საქმეზე დაზარალებული იყო სუსის წინა ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი- სანდრო ლილუაშვილი.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ ის იყო ბატონი გრიგოლის უახლოესი ადამიანი და პრაქტიკულად პირადი ხაზინა.
🔹ამ საქმეზე ჯვარედინი დაკითხვით გამოვააშკარავე, რომ დაზარალებულად ცნობილი პირი, გრიგოლ ლილუაშვილი ცრუობდა, ჩამწერით დაყვებოდა ამ ადამიანებს, ეფიძებოდა ძმობას, სინამდვილეში კი უწერდა საუბარს. ცდილობდა, რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის დაებრალებინა გამოძალვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდების ამ ნაწილში გაამართლა.
🔹ამის შემდეგ ვიღებ გარკვეულ მუქარებს, რომ დამინგრევენ კარიერას. აშკარა იყო, რომ სააპელაციო სასამართლო შეცვლიდა განაჩენს და გამართლებულებიდან ორმა მოახერხა ქვეყნის დატოვება. მართლაც, სააპელაციოში დაჩქარებული წესით ინიშნება პროცესები და აპელაციას გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი.
🔹მეორე დღესვე გავაკეთე პრესკონფერენცია და ვისაუბრე მოსამართლეზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით.
🔹ამის შემდეგ გაგრძელდა ჩემს საადვოკატო საქმიანობაში დაბრკოლებების შექმნა. იყო შემოთვლები, რომ თუ მე დავიცავდი კონკრეტულ ბრალდებულს, მას არ გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას. იყო არაერთი ხელშეშლა, რომელსაც მარტო ვუმკლავდებოდი.
🔹მალევე გამოჩნდა ეს ქალბატონი- ლიკა ტაბატაძე, რომელიც აქტიურდებოდა ყველა გახმაურებული საქმის დროს და პოსტებში შეურაცხყოფდა ჩემს ოჯახს.
🔹აბსოლუტურად ყველა ხვდებოდა რომ ეს გოგო იყო ერთი დიდი თამაშის ნაწილი და არავინ აქცევდა ყურადღებას. კარგად იცოდა ელისო კილაძემაც, რომელსაც არასდროს მოუწვევია თავისთან. ასევე კარგად იცოდა ელისოს შვილმა, რომელიც სხვათაშორის გუშინაც მწერდა, რომ ეს გოგო ყველაფერს ცრუობს და მატყუარაა.
🔹მხოლოდ ახლა, როდესაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, ელისო კილაძე იწვევს მასთან და ცდილობს ჩემს გაშავებას. ინტერვიუს დადების შემდეგ წერს უამრავ პოსტს ჩემზე, როგორც ლევან ჯანგველაძის ადვოკატზე.
🔹ვიდეოს დადების დღესვე მქონდა კომუნიკაცია ელისო კილაძესთან. ვუხსნი, რომ ჩემი 14 წლის შვილი კითხულობს ყველაფერს და ბავშვი არის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. არაერთხელ გავუმეორე ეს.
🔹ვკითხე კიდეც, წაშლიდა თუ არა ვიდეოს, თუ ვანახებ მტკიცებულებებს, სადაც გამოჩნდება რომ ამ გოგოს საუბრიდან 1%-ც კი არაა სიმართლე. ელისო კილაძემ განმიცხადა, რომ ვიდეოს მაინც არ აიღებდა.
🔹ასევე არაერთმა ადამიანმა უთხრა ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც გააგრძელა მიზანმიმართული ბულინგი.
ლანძღა ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები და უამრავი სხვა ადამიანი, ვინც დაუწერა, რომ არ სჯეროდა მისი. დააბრალა მათ ათასგვარი სიბინძურე.🔹არ ჩერდება და დღესაც ახალ-ახალ პოსტებს მიძღვნის. ასე გააგრძელებს მანამ, სანამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე არ დასრულდება.
🔹აქვე დავამატებ, რომ მას შემდეგ რაც რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიეცა, მივიღე გარკვეული მუქარები, მათ შორის მკვლელობის მუქარა.
🔹საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ცხადია, რომ ეს ქმედებები არის ერთიანი თამაშის ნაწილი, რომელშიც თავის ძალიან ცუდ როლს ასრულებს ელისო კილაძე. საზოგადოება ხვდება, რა ინტერესიც ამოძრავებს ქალბატონ ელისოს.
🔹მოვითხოვ, ჩატარდეს გამოძიება და უტყუარად დადასტურდეს, რა ინტერესი აქვს ელისო კილაძეს ლევან ჯანგველაძის საქმის შედეგზე!
გაირკვეს რატომ არის ასე ანერვიულებული იმის გამო, რომ საქმე წინ მიდის და ბევრ კითხვაზე პასუხი ჩნდება.
🔺მოვითხოვ, დადგინდეს რა კავშირი არსებობს ლილუაშვილს, ფარცხალაძეს, მიქაძეებსა და კილაძეს შორის❗️
P.S. აქვე უდიდეს მადლობას გადავუხდი საზოგადოებას, რომლის უდიდესი ნაწილი სოლიდარობას მიცხადებს და მხარს მიჭერს ამ მძიმე ბრძოლაში", - წერს ტარიელ კაკაბაძე.
ტარიელ კაკაბაძის ამ განცხადებას ელისო კილაძის პასუხი მოჰყვა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
ტარიელ კაკაბაძე ამ დრომდე კომფორტის ზონაში იმყოფებოდა, უწუ პუწუ,მიყვარხარ გულებით გარშემორტყმული ჟურნალისტების გარემოცვაში.
მოულოდნელად,მას უხერხული კითხვები დავუსვი და აგონია დაეწყო!
განსაკუთრებით არ მოეწონა ჯანგველაძის საქმეში ჩემი ჩართვის მზაობა!
ჰოდა,ტატომ ლილუაშვილის თემა შემოაგდო.
მისი ნათესავი თუ გამტყუნდა სად ჩანს ლილუაშვილის გავლენები?საზღვარზეც გაუსულან ბრალდებულები თან!
თუ ზეწოლა იყო დაერეკა და გავაშუქებდი,გაეკეთებინა საჯარო განცხადებები!
არა,მეგობრებო,ბიძინას უჩუყებს გულს,ლილუს ხსენებით🙈
არადა,იცის იმ ბრძენმა კაცმა ზეპირად,რომ არც ლილუს ვიცნობ და არც ფარცხალაძეს!
არ გაჭრის ტატოს ხონური ტრიუკი😃
ნუ,ჩემთან საუბარი რომ გაიხსენა ეს უკვე კარგია-გზადაგზა სხვა რამესაც გავახსენებ🙈
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დაიწყეთ რა გამოძიება,მაინტერესებს ფარცხალაძის მართულ პროკურატურაში ბარონესა ცისნამის ძმა პატიმრობას როგორ გადაურჩა?!-აქაა პასუხი ბევრი რომ არ იწვალოთ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი.
- ცნობისთვის 26 აგვისტოს, ელისო კილაძემ გამოაქვეყნა ინტერვიუ ლიკა ტაბატაძესთან, რომელიც გახმაურებული საქმეების ადვოკატს ტარიელ კაკაბაძეს ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
- გუშინ, 29 აგვიატოს “ქრონიკა პლუს”-ის მთავარმა რედაქტორმა ტარიელ კაკაბაძეს უპასუხა.
- "როგორც კი არ დაამტკიცებ, რომ მე ფარცხალაძე და მიქაძეები მმართავენ, ამ ცილისწამებისთვის ციხეში გაგიშვებ...” - ამბობს ელისო კილაძე Facebook ლაივში.
- ვიდეო-მიმართვა “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა მას შემდეგ გამოაქვყნა, რაც კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "ელისო კილაძე ძმებ მიქაძეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია... მივმართავ შსს-სა და პროკურატურას, სასწრაფოდ გააგრძელეთ გამოძიება - დადგინდეს სიმართლე და ყველა, ვინც ამაში ჩართულია, უმკაცრესად დაისაჯოს