არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ერთი პირი დააკავა

31.08.25 10:45
არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - შსს-მ ერთი პირი დააკავა

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.
 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში 

მსგავსი სიახლეები