დაბა კაზრეთში დღეს არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში გაიმართება
არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში დღეს დაბა კაზრეთში გაიმართება. ახალგაზრდას, რომელიც 4 წლით ციხეში 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის გაუშვეს, აქციის მონაწილეები სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. ადგილზე ტრადიციულად დარიგდება გაზეთები "თავისუფლების ხმა ციხიდან", სადაც სინდისის პატიმრების წერილებია თავმოყრილი.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტების ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, ამის შემდეგ კი ისინი დაბა კაზრეთისკენ გაემართებიან. სწორედ კაზრეთია მუსელიანცის მშობლიური ადგილი, ამიტომ მის დედობილს სურს, თავად გაესაუბრობს ადგილობრივებს, რომლებსაც სინდისის პატიმართან ჰქონდათ კონტაქტი.
არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერებმა, მისმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ მის სამშობლოში, სადაც ის დაიბადა, გაატარა ბავშვობა, დაამთავრა სკოლა კაზრეთში. ასევე ჩვენ ვაპირებთ, რომ შევიაროთ საყდრისში და გავაპროტესტოთ მისი აფეთქება. როგორც იცით, არჩილმა ეს პროტესტი და სამშობლოს სიყვარული გააცნობიერა და მიხვდა, რომ რა ცუდ დღეშია ჩვენი სამშობლო, როდესაც საყდრისი ააფეთქეს. ამიტომ ჩვენც ასეთი მარშრუტი გვაქვს, რომ შევივლით საყდრისში, - ამბობს ცარო ოშაყმაშვილი.