დანგრეული გზები და უკანონო მშენებელობები ბახმაროში - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

31.08.25 12:21
დანგრეული გზები და უკანონო მშენებელობები ბახმაროში - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

ბახმაროში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ყოველწლიურად ხელისუფლებისგან ცრუ დაპირებებს იღებენ, თუმცა რეალურად არაფერი კეთდება.

კურორტზე, სადაც ზაფხულში ათასობით დამსვენებელი ჩადის, შიდა გზები პრაქტიკულად არ არსებობს, არ არის გასართობი სივრცეები და არც ამბულატორია.

ადგილობრივების თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა უკანონო მშენებლობებია. ისინი აცხადებენ, რომ ამ პროცესის უკან „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დგანან.

ჩოხხატაურის მერია დაიფარავად ამბობს, რომ ბახმაროში ათასზე მეტი უკანონოდ აშენებული სახლია, თუმცა ვერ ადგენენ, ვის ეკუთვნის აღნიშნული სახლები. 

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. 

უმძიმესი რეალობაა, უყურო ბახმაროს, როგორ ანადგურებენ აბსოლუტურად ვანდალურად. ხდება გაჩეხვა, ხდება აბსოლუტურად უკანონო მშენებლობები. ყოველ დღე რომ ამოვა ადამიანი ალბათ დამატებით ათობით უკანონო მშენებლობა დახვდება, რაც, ცხადია, კატასტროფაა და ამ უკანონო მშენებლობების უკან, საკუთრებას თუ ადამიანეი ნახავენ, ნახავენ, რომ მხოლოდ თანამდებობის პირები, მხოლოდ მმარტელ პარტიასთან დაახლოებული პირები თუ ოჯახის წევრები იკავებენ აქ ტერიტორიებს. 

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასა ასე ღიად აკეთებს მათ შორის ჩოხხატარის მერია, - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. 

ადგილობრივებს კი საკითხზე საუბარი ღიად არ სურთ. ამბობენ, რომ რამდენიც ხმა ამოიღეს, იმდენი პრობლემები შეექმნათ. 

ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა უწყებაში რიგითი მოქალაქეები დაიბარეს, სისხლის სამართლის საქმეები აღუძრეს და ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. 

"პირველებმა" საკითხი გარკვევა ჩოხატაურის ყოფილ მერთან და ჩოხატაურის საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან სცადა, თუმცა მას ისრები მოქმედი მერისკენ გადააქვს.