გურიაში 27 წლის კაცმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია
13 წლის გოგონა, რომელიც გურიაში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, პოლიციის განყოფილებაშია და სამართალდაცველებს ჩვენებას აძლევს. დაზარალებულებს ექსპერტიზაზე, სავარაუდოდ, დღესვე გადაიყვანენ.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული 27 წლის კაცია, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. მოძალადე გურიაში იმერეთიდან ჩავიდა და არასწრულოვანი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. ამას ადასტურებს სატელეფონო მიმოწერაც, რომელიც გოგონას ტელეფონში ახლობელმა ნახა.
გოგონას ოჯახის წევრები "პირველებს" უყვებიან, რომ 13 წლის გოგონა დაბადების დღეზე წავიდა, თუმცა დილამდე სახლში აღარ მისულა.
"დაბადების დღეზე მივდივარო და აღმოჩნდა ვიღაც უსინდისოს ხელში, რომელმაც ასე გააუბედურა ეს პატარა ბავშვი, - ამბობს ახლობელი.
როგორ 13 წლის გოგონას დედა ამბობს, ბავშვი სპეციალური საჭიროებების მქონე იყო და ამ მიზნით მას სკოლაშიც კი სპეციალური მასწავლებელი ჰყავდა.
მამაკაცი უკვე დაკავებულია. 13წლის არასრწულოვნის გაუპატიურების გამო მას უვადო პატიმრობა ემუქრება.