საპროტესტი მარში კაზრეთში - აქტივისტებმა მუსელიანცის სახლზე სტიკერები გააკრეს

31.08.25 15:51
საპროტესტი მარში კაზრეთში - აქტივისტებმა მუსელიანცის სახლზე სტიკერები გააკრეს

თავისუფლება არჩილ მუსელიანცს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - ეს შეძახილები ისმის დაბა კაზრეთში, სადაც საპროტესტო მარში იმართება. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები "ოცნების" უსამართლობას აპროტესტებენ და არჩილ მუსელიანც მხარდაჭერას უცხადებენ.

მანამდე, მუსელიანცი დედობილმა ცარო ოშაყმაშვილმა სინდისის პატიმრის საცხოვრებელ კორპუსზე სტიკერები გააკრა. ასევე დატოვა ბანერი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს არის შენობა, სადაც არჩილ მუსელიანცი იზრდებოდა. ცარო ოშაყმაშვილს კომუნიკაცია მის მეზობლებთანაც ჰქონდა.

ახლა ვიმყოფებით მის კორპუსში, მის სადარბაზოში და მის ლიფტში ვაკრავთ სტიკერებს. დავარიგეთ გაზეთები და გავესაუბრეთ მეზობლებს, - ამბობს მუსელიანცის დედობილი. 

მსგავსი სიახლეები