სურამში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სურამის ციხესთან მეწყრული პროცესები ვითარდება - სახლები ინგრევა, მიწა დაბზარულია, გზა კი ადგილ-ადგილ ჩაინგრა და საფრთხეს უქმნის გამვლელებს.
ადგილობრივები თვეებია დახმარებას ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, არც გამგებელს და არც მის მოადგილეს მოსახლეობის გასაჭირი არ აინტერესებს.
მოქალაქეები შიშობენ, რომ მეწყერი კიდევ უფრო გააქტიურდება და შესაძლოა დაზიანდეს თვითონ სურამის ციხეც.
ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ტერიტორიის შესწავლა და გამაგრების სამუშაოები.
ჩავალ და დავჯდები გამგეობაში. გამომიყონ ორი ოთახი და ვიცოვრებ იქ. რაზე მანგრევ, რისტვის მანგრევ? მე ვერაფერს გავაკეთებ და ამას ვპირდები. რატო გვაშინებო?! და თუ მართალი ხარ, რატომ გეშინია? არ ელოდონ ხმის მიცემას არავისგან, ამას ვიძახი გულახდილად, - ამბობს ადილობრივი.