გურიაში შშმ პირი გააუპატიურეს - არასრუწლოვანმა ჩვენება 27 წლის მამაკაცის წინააღმდეგ მისცა
გურიაში 13 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი შემთხვევა მოხდა. ბავშვის დედა „პირველებთან“ ყვება, როგორ გაიყვანა მოტყუებით მისი შვილი სახლიდან ბრალდებულმა, რომელიც ამჟამად დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი სოციალურ ქსელში გაცნობითა და სატელეფონო კონტაქტით დაიწყო. წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, ბრალდებული გურიაში ჩავიდა და გვიან ღამით მოზარდი სახლიდან წაიყვანა.
დედის თქმით, გოგონამ ოჯახს უთხრა, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა. თუმცა როცა ღამემდე არ გამოჩნდა, ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს. გამთენიისას გოგონა დაბრუნდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო მომხდარის მოყოლა გაუჭირდა. მხოლოდ მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი მიმოწერის შემდეგ გაირკვა დანაშაულის დეტალები.
მეზობლების თქმით, არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მხილებული კაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და სხვა საქმეზეც ნასამართლები იყო. შემთხვევის შემდეგ ის მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.