„სიცოცხლის რისკის ფასად ვცხოვრობთ“ - სურამის ციხესთან მეწყერმა გზები და სახლები დააზიანა

31.08.25 20:22
„სიცოცხლის რისკის ფასად ვცხოვრობთ“ - სურამის ციხესთან მეწყერმა გზები და სახლები დააზიანა

სურამში, ისტორიული ციხის მიმდებარედ, მეწყრული პროცესები გააქტიურდა და ადგილობრივებისთვის საფრთხედ იქცა. უკვე დაზიანებულია გზა, საცხოვრებელ სახლებს კი ღრმა ბზარები გაუჩნდა. ექსპერტების თქმით, მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ ოჯახებს სახლებში ცხოვრება სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ, თუმცა წასასვლელი არ აქვთ.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებას პრობლემის შესახებ ინფორმირებული ჰყავს, მაგრამ რეაგირება დღემდე არ ყოფილა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, დახმარება არ ჩანს და მოსახლეობა იძულებულია, სახლების გამაგრება საკუთარი ძალებით სცადოს.

თუ დროული სამუშაოები არ ჩატარდა, მეწყრული პროცესების გააქტიურება კიდევ უფრო რეალურია და შეიძლება სურამის ციხის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაზიანდეს.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში.