ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინი ხვალ, 11-ის ნახევარზე, სასამართლოს განაჩენს მოისმენს. სინდისის პატიმარს მოუწევს გაიგოს, მომდევნო წლებს ქართულ ციხეში გაატარებს თუ თავისუფლებაზე.
ბრალდება ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეს ჰგავს. ორივე შემთხვევაში მთავარი მოწმე რუსული ენის თარჯიმანია, რომელიც, დაცვის მხარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წლებია თანამშრომლობს და მისი ჩვენება სანდო არ არის.
ჩეჩინის მეუღლე ამბობს, რომ სინდისის პატიმრის გათავისუფლების შანსი 50/50-ზეა.
მე იმედი მაქვს, რომ იტყვის დაკსვნით სიტყვას. ვნახოთ, ზუსტად არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ, ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა. გამართლებაზე ვის გამოუშვებენ თუ ვის არა. სამართალი რომ იყოს, ყველა კაგეთ იქნებოდა უკვე, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე.