საქალაქოში დღეს ბაჩიაშვილის პროცესია ჩანიშნული - ისარგებლებს თუ არა ბიზნესმენი სიტყვით და რა გეგმა აქვთ ადვოკატებს

01.09.25 15:22
საქალაქოში დღეს ბაჩიაშვილის პროცესია ჩანიშნული - ისარგებლებს თუ არა ბიზნესმენი სიტყვით და რა გეგმა აქვთ ადვოკატებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმე განიხილება. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. 

დღეს მოსამართლეს ბრალდების მოწმე უნდა დაეკითხა, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, ის ვერ ახერხებს პროცესზე გამოცხადებას და სხდომა შესაძლოა აღარ ჩატარდეს. 

დღევანდელ პროცესზე მონაწილეობას თავად გიორგი ბაჩიაშვილიც მიიღებს. არ არის გამორიცხული, მან სასამარლოს სიტყვითაც მიმართოს.

ასევე შესაძლებელია, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ სცნოს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ საქმეზე არსებითი განხილვა მალევე დასრულდება. 

აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაწყებულია რამდენიმე პროცესია. შესაბამისად, დრეს ბრალდების მხარე ვის წარმოადენს, ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ის იქნება პროცესზე წარმოდგენილი. ბატონი გიორგი თავად იქნება პროცესზე და თუ საჭიროდ მიიჩნევს, გააკეთებს განცხადებას. 

პოზიციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ ჩამოვყალიბდებით და არ არის გამორიცხული, შეიძლება ნაწილობრივ, რაღაც მკიცებულებები არასადავოდაც იქნას მიჩნეული. დეტალებში შესვლა, დაწვრილმანება, კონკრეტუი მოწმის კონკრეტული ეპიზოდის დეტალიზება არ მგონია, რომ იყოს სწორი, თუმცა თუ მივიღებთ გადაწყვეტლებას, რომ გახდეს გარკვეული მტკიცებულებები არასადავო, ეს ცხადია, პროცესზე გაცხადდება - ამბობს ადვოკატი ლევან მაარაშვილი. 

სასამართლოს ჩვენება უკვე მიცემული აქვს შოთა ქარუმიძეს, კაცს, რომელიც ბაჩიაშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა. ბრალდების მხარეს კიდევ რამდენიმე ადამიანი ჰყავს გამოსაკითხი, მათ შორის, ის პირი, რომელმაც საზღვარზე ავტომობილი შეამოწმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ის "ბიტკოინების საქმეზე" მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.