დედა, რომლის 2 წლამდე შვილიც ბებიამ Tiktok-ის ლაივში სცემა, გირაოს ფულს აგროვებს

01.09.25 17:24
დედა, რომლის 2 წლამდე შვილიც ბებიამ Tiktok-ის ლაივში სცემა, გირაოს ფულს აგროვებს

ქუთაისში ნაცემი 2 წლის ბავშვის დედა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

ქალი, რომლის დედაც ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს,  TikTok-ის ლა­ივ­ში გავიდა და  დე­დის­თვის გი­რა­ოს თან­ხის შეგროვება დაიწყო.

დაკავებულის შვილი ვიდეო მიმართვის დასაწყისში ამბობდა, რომ გირაოს თანხა, 3000 ლარი სჭირ­დე­ბოდა. მოგვიანებით კი თქვა, რომ გი­რა­ოს თან­ხა აღარ სჭირ­დე­ბა და ამ­ჯე­რად ად­ვო­კა­ტის ფუ­ლის შეგროვებითაა დაკავებული. 

ნა­ცე­მი ბავ­შვის დედა ამ­ბობს, რომ დედამისი უდანაშაულოა: 

"არ უცემია ჩემი შვილი, თუ საჭიროა, უნდა გაუბრაზდე აბა რა?! რა იყო ამ კადრებში ასეთი?!... არ არის ვიდეო რეალური და მაგას დავამტკიცებ.

გირაოს თანხა მჭირდება, ჩალიჩობენ, გირაოთი გამოშვებაზე... 3000 მჭირდება დაახლოებით" 

ქალის მონაყოლით ირკვევა, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი მას­თან იმ­ყო­ფე­ბა. დგინდება ისიც, რომ პოლიციას ეს უკანასკნელი ამ ეპაპზე არ გამოუკითხავს: "სარამოს გამომკითხავენ"- ამბობს ქალი. 

"ცე­მის ფაქტს ვერ მე­და­ვე­ბი­ან, იმა­ზე მე­და­ვე­ბი­ან, ნი­ნომ რომ თქვა ვი­დე­ო­ში - მე და­ვარ­ტყიო", - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის შვი­ლი.

რამდენიმე სააათის წინ, ქუ­თა­ის­ში და­ა­კა­ვეს ბე­ბია, რო­მელ­მაც ორ წლამ­დე ბავ­შვი TikTok-ის ლა­ივ­ში სცე­მა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქალი შვი­ლიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად მას შემ­დეგ გა­უს­წორ­და, რაც ბავ­შვმა საჭ­მლით სავ­სე თეფშს ხელი ჰკრა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პოლიციამ და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა ის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ჩა­მოტვირ­თა და სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები