ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 837 ადამიანი აიცრა
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 837 ადამიანი აიცრა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 1 810 მოქალაქე აიცრა.
13 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %.
სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%.