ჩემი სახელით მითვისებული თანხა სავარაუდოდ, 75-80 000 ლარს შეადგენს - დაზარალებული მღვდელი
თაღლითობა სასულიერო პირის სახელით - თაბორის ეკლესიის წინამძღოლი, მამა იოანე ცუხიშვილი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი სახელით თანხა დაახლოებით 15 ადამიანს გამოსძალეს.
ჩემი მესენჯერიდან დაახლოებით 15 ადამიანს დაუგზავნეს შეტყობინებები. ამ ადამიანებთან შეტყობინებების დაგზავნა გუშინ, შუადღემდე დასრულდა. ჯამში, ჩემი ვარაუდით, სავარაუდოდ, 75-80 000 ლარამდეა მითვისებული"- ამბობს სასულიერო პირი.
ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით 21 წლის ბიჭი, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ა.ბ. დღეს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა თაბორის ეკლესიის წინამძღოლს Facebook-ი გაუტეხა, შემდეგ კი მისი სახლელით მრევლს ფულს თხოვდა.