"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადება: "ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან"

01.09.25 20:31
"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადება: "ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან"

"ვიკრიბებით 13 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან" - ამის შესახებ განცხადებას "კოალიცია ცვლილებისთვის" რუსთაველის გამზირიდან ავრცელებს. 

მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, საქართველოს "დაგვაკარგინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ევროპაში", ამიტომ კოალიცია მოქალაქეებს 13 სექტემბერს პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

ანტიქართულმა რეჟჟიმმა, რომელიც თავს "ქართულ ოცნებას" უწოდებს გადაწყვიტა დაგვაკარგინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და ევროპაში. ჩვენ, რომელიბიც არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, არ გავურიგდით რეჟიმს, ვართ წინააღმდეგობაში და გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი - ვიკრიბებით 13 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 

უვიზო მიმოსვლა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის უმნშვნელოვანესი. ეს არის ხელმისაწვდომი განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ეს არის ბედნიერი ქართული ოჯახი. ევროკავშირი და ევროპა საქართველოსთვის არის ქრისტიანული ცივილიზაცია და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არცერთი პირობა არ შეასრულა, რომეოლიც ჩვენ 31 აგვისტომდე მოგვცეს. 

თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ვიქნებით - 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან გელოდებით," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის".