ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

02.09.25 10:06
ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეზე განაჩენი დღეს 10:30 საათზე გამოცხადდება.

გამაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ გავა.

გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები