გარდაიცვალა მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი მანანა მენაბდე

02.09.25 10:14
გარდაიცვალა მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი მანანა მენაბდე

გარდაიცვალა მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი მანანა მენაბდე. ინფორმაცია ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

მენაბდე 1948 წელს დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. კარიერა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად დაიწყო და მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების თავისებური ინტერპრეტაციით დაამახსოვრდა.

მისი მუსიკა გაჟღერდა ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“, რომელიც კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზით დაჯილდოვდა. მსახიობის როლები შეასრულა ფილმებში „არსენას ლექსი“ და „სიბრძნე სიცრუისა“.

მენაბდე თანამშრომლობდა ჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“, ასევე მუშაობდა ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორად.