"მოსამართლეებს სახე აქვთ დაკარგული" - ახობაძე ჩეჩინის განაჩენზე

02.09.25 12:25
"მოსამართლეებს სახე აქვთ დაკარგული" - ახობაძე ჩეჩინის განაჩენზე

მოსამართლეებს სახე აქვთ დაკარგული, - ასე აფასებს ექიმი გიორგი ახობაძე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებას. ახობაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ადამიანების ბედი კანონზე კი არა, პოლიტიკური ინტერესებზეა დამოკიდებული. 

სახე აქვთ დაკარგული მოსამართლეებს, იმიტომ, რომ ეს რაღაც ვითომ ნეიტრალური მოწმე, რომელიც ფინიაა ჩვეულებრივი შსს-სი, მათთან ერთად დადის ყველგან და ყოველთვის. ეგ გამოიყენეს, რაღაც ხელჩასაჭიდს პოულობენ სასაცილოს და ისეთ ფსკერს, სადაც ხელჩასაჭიდი თუნდაც პატარაა, რომელიც შეიძლება, მოერგოს კანონმდებლობას რომ განაჩენი გამოიტანონ, იმიტომ გამოიტანეს. მათ შორის ჩეჩინზე და სხვებზეც რომ მქონდა საუბარი, კნკრეტულად პიროვნებას არ დავასახელებ, ციხეში, იქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ შენ და კაციაო გასაგებიაო, თედოზე საერთოდ არ იცოდა ალბათ, რომ თედო ციხეში იყო, მაგრამ იმათთან რა იცი ჩადება მოხდა თუ არაო? და რომ არ არიან საქართველოს მოქალაქეები,დ არწუნებული ვარ, გრიბულსაც და ზინოვკინასაც ასე გასწირავენ ეს არადაამიანები.

მინდა, ნაცვლიშვილს ვკითხო: აჩიკო, როგორ გძინავს? აი, შენს მოწერილ საქმეზე ადამიანი 8 წლით და 6 თვით გაუშვეს ციხეში. და რუსიშვილს მინდა ვკითხო კიდევ, როგორ გძინავთ იმის ერე, რაც გააკეთეთ? რახან რუსეთის მოქალაქეები არიან, ფეხებზე გვკიდია? ანუ მანდამდე დავეცით ქართელები? ადამიანი, როგორც ასეთი, აღარაფეს ნიშნავს? ძალიან სირცხვილია! მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამდენი ხანი არც ამას და სვებს ციხეში ყოფნა არ მოუწევთ და შეუძლებელია, ამ სიტუაციაში ვიცხოვროთ და ისე ნუ იზამენ, რომ ამ ქალაქში ქუჩაში არ გამოესვლებოდეთ, - ამბობს ახობაძე. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.