სანდრო ცხადაძე: ჩემს ძმას თუ ასეთი განაჩენი გამოუტანეს, მჭედლიშვილსა და გალუსტაშვილს შეუძლიათ, მამაჩვენი მეორედ მოკლან
სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა მოსამართლე ჯვებე ნაჭებიას გადაწყვეტილებას, რომელმაც ანტონ ჩეჩინი 8 წლით ციხეში გაუშვა, უსამართლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, სასამართლო არ ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და ასეთ ვითარებაში „ქუჩური სამართალი ჯობია იმას, რასაც სასახლეში აკეთებენ“.
ცხადაძე ასევე ამბობს, რომ თუ მის ძმას ასეთივე განაჩენი გამოუტანეს, ეს მის ოჯახს მეორედ მოუკლავს მამას, რომელიც შვილის პატიმრობას ვერ გადაიტანდა.
ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის ასეთი მძიმე პრობლემა აქვს და არაფერს ითვალისწინებ და არც ახსნი, რატომ გააკეთე, რაც გააკეთე, რავიცი მართლა ქუჩა ჯობია და მილიონჯერ სჯობია მაგას ქუჩური სამართალი, რასაც ესენი სასახლეში აკეთებენ. რავიცი, ჩეჩინის გვერდით ვიქნებით, როგორც დანარჩენი პატიმრების გვერდით.
მე რომ იმ 11 კაცის, ჩემი ძმის ადგილზე რომ ვიყო, მე ხვალ საერთოდ სასამართლოშიც არ მოვიდოდი და ერთ-ერთი სოლიდარობის ფორმა იქნებოდა. ზოგადად, მამაჩემი იძახდა, რომ ჩემს შვილს რომ მიუსჯიან, მოვკვდები იმ დღესვეო და შეუძლიათ მჭედლიშვილს და გალუსტაშვილს მეორედ მოკლან მამაჩვენი. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენ ვა ბანკზე ვართ წასულები როგორც ისინი, - ამბობს სანდრო ცხადაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 სინდისის პატიმრის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, რომელიც სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა.