ირაკლი კუპრაძე - ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს

02.09.25 16:13
ირაკლი კუპრაძე - ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს

დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა. ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე წერს. 

მისი თქმით, ბოლომდე ბრძოლით და სამშობლოს სიყვარულით დღეს ბიჭებმა ეს რეჟიმი დაამარცხეს.

„დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა.

ეს არ არის სასამართლო - ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.

თავისი შეუპოვრობით, ბოლომდე ბრძოლით და სამშობლოს სიყვარულით დღეს ბიჭებმა ეს რეჟიმი დაამარცხეს! ყველამ უნდა დავდოთ პირობა ერთმანეთის წინაშე, რომ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების ყველა დამკვეთი და შემსრულებელი სამართლიანი სასამართლოს მიერ სამაგალითოდ დაისჯება! თავისუფლება ბიჭებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - წერს ირაკლი კუპრაძე.