სინდისის პატიმრებს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დაუმტკიცა, თუმცა რვავე პირი მაინც ციხეში გაუშვეს

02.09.25 20:36
სინდისის პატიმრებს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დაუმტკიცა, თუმცა რვავე პირი მაინც ციხეში გაუშვეს

"ქართულმა ოცნებამ", დღეს, ციხეში გაუშვა სინდისი ის პატიმრები, რომელსაც ბრალს ვერ უმტკიცებდა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლი მოსამართლემ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად გადაკვალიფიცირდა. აქციის რვა მონაწილეს 2 წლით და ორი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომ რვა პირს, ვინც დღეს ციხეში გაუშვეს ერთმანეთთან აქციების დროს რაიმე კავშირი ჰქონდათ, წერდნენ მესიჯებს საუბრობდნენ ან ერთმანეთს ხვდებოდნენ, ამის მიუხედავად მოსამართლემ ჯგუფური მოქმედების მუხლით სასჯელის დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო. გამოწვევა მიღებულია - პატიმრების დედები ამბობენ, რომ ახლა მათი მოქმედების დროა. 

მოსამართლემ დღეს მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, როგორ დაასაბუთებს ამას უკვე მოგვიანებით ვნახავთ. დასაწერად თამარ მჭედლიშვილს 10 დღე აქვს. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში