ანტონ ჩეჩინი ექსტრადირების მოლოდინში - გადასცემს თუ არა "ოცნება" სინდისის პატიმარს პუტინს

02.09.25 20:46
ანტონ ჩეჩინი ექსტრადირების მოლოდინში -  გადასცემს თუ არა "ოცნება" სინდისის პატიმარს პუტინს

ფიზიკური ანგარიშსწორება აქტივისტებზე - ანტონ ჩეჩინის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. როგორც კი ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარი 8 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა, მანდატურები სასამართლოში სოლიდარობისთვის მისულ ხალხს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ურტყამდნენ სახეში, წაართვეს და დაუმტვრიეს ტელეფონები. 

კრიმინალური პოლიციის 4 თანამშრომელი და თარჯიმანი, რომელიც 6 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს, სასამართლომ ნეიტრალურ და სანდო მოწმეებად მიიჩნია. ნარკოდანაშაულის საქმეში, სადაც არცერთი ვიდეო მტკიცებულება არ დევს - ჯვებე ნაჭყებია პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო და პროევროპული აქციების მონაწილე ანტონ ჩეჩინი მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვა.

მოსამართლის განაჩენამდე იყო ანტონ ჩეჩინის სიტყვა. პუტინის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რეჟიმს რუსეთშიც ებრძოდა, დღეს განსასჯელის სკამიდან ამბობდა რომ ბრძოლა, ნებისმიერ შემთხვევაში გრძელდება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში