უცნობია სად ჰყავთ გადაყვანილი დაკავებულები - ადვოკატები აქტივისტებს ამ დრომდე ეძებენ
ადვოკატები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებს ამ დრომდე ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რეგიონების იზოლატორებში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, აქციაზე პოლიციამ 23 აქტივისტი დააკავა.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეების ნაწილი ჭანტურიას ქუჩის გავლით, მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართება.